14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს თურქეთის წინააღმდეგ, იზმითში გამართავს.
ჩვენმა გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, თამაშის მასპინძელ ქოჯაელის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ანზორ მექვბაიშვილმა, უპასუხა.
ანზორ მექვაბიშვილი:
„ძალიან რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გვსურს თამაში, ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.
ვფიქრობ, საინტერესო და რთული იქნება. თურქეთს გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ვიცი, რომ სტადიონზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. ბუნებრივია, იქნება გარკვეული წნეხი, რაც ნებისმიერ თამაშს ახლავს, თუმცა უნდა ვიბრძოლოთ, არაფერი დავთმოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.”
თურქეთი-საქართველო შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings