გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ შეცდომა დაუშვა და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ „ვალენსიის“ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ქართველ მეკარეს ამხნევებენ.
„მამარდაშვილო, თავი მაღლა აწიე. დიახ, დღეს შეცდომა დაუშვი, მაგრამ შენმა ხელებმა უფრო მეტი ქულა მოგვიტანა, ვიდრე „ბარსელონასთან“ დავკარგეთ“, – ვკითხულობთ INFO MESTALLA-ს გვერდზე.
ქვემოთ კი გულშემატკივრების კომენტარებია, რომლებმაც ქართველ მეკარეს გუნდის წლევანდელ წარმატებაში წვლილი არ დაუკარგეს.
„ეს შეცდომა მაბნევს. მამარდაშვილი გუშინაც ლა ლიგის საუკეთესო მეკარე იყო და ხვალაც ასე იქნება“.
„45 წუთი შენ გარეშე და უკვე გვენატრები. ეჭვგარეშეა, მამარდაშვილის წყალობით ვართ იქ, სადაც ვართ. მიუხედავად შეცდომისა, დიდი პატივია, რომ ჩვენთან ლა ლიგის საუკეთესო მეკარე თამაშობს“.
„ვერცერთი შეცდომა ვერ გადაფარავს, თუ როგორი შესანიშნავი მეკარეა და მისი წყალობით რამდენი თამაში მოვიგეთ და ქულა მოვიპოვეთ. მეკარეების შეცდომები უფრო ჩანს და ამის გამო აკრიტიკებენ, მაგრამ მამარდაშვილი დიდი მეკარეა და ამის დაუნახაობა შეუძლებელია“.
ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა, რომელიც „ესტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა, „ბარსელონამ“ 4:2 მოიგო. მამარდაშვილმა 45+3-ე წუთზე ბურთი ვერ დაიმორჩილა და ლამინ იამალის რომ არ დაესწრო, საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი აჩვენეს. ამ დროისთვის „ვალენსია“ 2:1-ს იგებდა, მაგრამ „ბარსელონამ“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და თამაში შემოატრიალა.
GIPHY App Key not set. Please check settings