in

ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც ძალიან კარგი იქნება: ლუის ენრიკე ხვიჩათი კმაყოფილია

ხვიჩა კვარაცხელიას პარიზული დებიუტი, თამაშის დასრულებსი შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც შეაფასა:

„დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება.

მან საერთო ჯგუფთან ერთად სულ ოთხჯერ ივარჯიშა და თანაგუნდელებს ჯერ კარგად არ იცნობს. ამის გათვალისწინებით, მის დებიუტს პოზიტიურად შევაფასებ. განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმში. როცა მას ბურთი აქვს, ვიცით, რომ რაღაც განსხვავებულს უნდა ველოდოთ. აღვნიშნავ მის საგოლე პასს.

ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ.

კვარაცხელიას დრიბლინგები? საერთოდ, ჩვენი გუნდი მეტოქეებზე ყოველთვის მეტად ფლობს ბურთს და თუ ჩვენს მოთამაშეებს შეუძლიათ ერთი-ერთზე კარგად თამაში, ეს უფრო მეტი შანსის შექმნის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, ჩვენთვის დრიბლინგები ბენეფიტია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა, საბერძნეთში ქართული დუელი შედგა

ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვარ: ხვიჩას კომენტარი