დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება პრემიერლიგაში, თუ ვუნდერკინდი „სიტიში“ გადავა. მანკუნიანელები მზად არიან ნორვეგიელს შეთავაზონ კონტრაქტი, რომლის თანახმად ის კვირაში… 704 ათას ევროს გამოიმუშავებს.
ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება, რომლის დროსაც ჰაალანდი 169 მლნ ევროს იშოვის. ამასთან, „ქალაქელებს“ მოუწევთ ტრანსფერისთვის 170 მლნ ევრო გადაიხადონ. ასე რომ, ეს ასაკით პატარა და ტანით დიდი ბიჭი „სიტის“ დაახლოებით 350 მლნ ევრი დაუჯდება.
„ბორუსიამ“ ჰაალანდი „ზალცბურგიდან“ 2019 წელს 20 მლნ ევროდ წაიყვანა.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა 31 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings