საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის კარის დარაჯმა:
გიორგი მამარდაშვილი:
„უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”.
უკრაინა-საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings