in

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება: უეფა სანაკრებო ცვლილებებზე ფიქრობს

ბრიტანული გავლენიანი გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, UEFA ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების ახალ ფორმაზე მუშაობს და ეს UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც დაადასტურა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ დღევანდელი მოცემულობით მაუწყებლები და გულშემატკივრები მატჩების მიმართ ინტერესს კარგავენ.
შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების პოტენციურ ცვლილებებს.

ჯგუფი შეაფასებს რამდენიმე სხვადასხვა სისტემას. განხილვის პროცესშია UEFA-ს ერთა ლიგის გამოყენება, როგორც შესარჩევი ეტაპის გზა, ან ჩემპიონთა ლიგის სტილის ამჟამინდელი ფორმატის მიღება. ორი კვირის წინ, მალაგაში შეხვედრა გაიმართა 55-ვე ევროპული საფეხბურთო ასოციაციის გენერალურ მდივნებთან. შეხვედრის დროს დელეგატებს მიეწოდათ ინფორმაცია პოტენციური ცვლილებების შესახებ და განიხილეს ერთა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის სტილის სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

“შესარჩევ მატჩებში მაუწყებლობის შემოსავლები და გულშემატკივრების ჩართულობა მცირდება. ამასობაში, ეს მაჩვენებლები ერთა ლიგაში იზრდება. ეს საკითხი ადრეც განიხილებოდა. ძალიან რთულია ისეთი ფორმულის პოვნა, რომელიც შეინარჩუნებს კონკურენციის გარკვეულ დონეს წამყვანი გუნდებისთვის და ამავდროულად სუსტ ერებს შანსებს მისცემს”, – განუცხადა The Times-ს ჩახედულმა წყარომ.

2023 წლიდან UEFA ქალთა ერთა ლიგას იყენებს, როგორც მსოფლიო თასის, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის ეტაპს. ახალი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, შეიძლება თუ არა ამ მიდგომის გამოყენება მამაკაცთა შეჯიბრებებზე. ამჟამინდელი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის საშუალო დონის გუნდების მატჩების შემცირებული რაოდენობა მაღალი პროფილის მეტოქეებთან.

განხილვის კიდევ ერთი ვარიანტია ევროპული კლუბების შეჯიბრებებში გამოყენებული ფორმატი. ამ სცენარში, 55 ეროვნული ნაკრებიდან თითოეული ექვსიდან რვა მატჩამდე ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან, მათი განთესვის მიხედვით.

იდეა მოიცავს ერთიანი ლიგის ცხრილს, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის მსგავსი. საუკეთესო 12 გუნდს შეუძლია პირდაპირ ტურნირზე გასვლა, ხოლო მე-13-დან მე-20 ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში იასპარეზებენ.

ზემოთ აღნიშნული წყარო აღნიშნავს, რომ UEFA-ს ოფიციალური პირები აღიარებენ განსხვავებას საკლუბო და სანაკრებო ტურნირებს შორის, რის გამოც მეორე ფორმატი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

როდის მიიღებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ფორმატს და როდიდან შევა ის ძალაში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მუშაობა უკვე დაწყებულია. ფორმატის ცვლილება კი საქართველოს დონის ნაკრებებისთვის მუნდიალზე მოხვედრის დამატებითი შანსი იქნება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

80% იმაზე, რომ კრიშტიანო 1000 გოლს გაიტანს: რონალდო შესარჩევების რეკორდსმენია