„ნაპოლიმ“ მძმე თამაში მოიგო ჩემპიონატში. სტუმრად „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა რთულ ბრძოლაში და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თითქმის სრულად ითამაშა, ის წამატებულ დროში გავიდა მოედნიდან.
ნაპოლის რთული გამარჯვება: კვარას ძიებაში
Sofascore-მა ქართველის თამაში 7.0 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი ოდნავ მეტი, 7.1 ქულა დაუწერა.
ორივე პორტალმა საუკეთესო მოთამაშედ კიმ მინ-ჯე დაასახელა.
კვარაცხელიას თამაშზე იტალიურმა გამოცემებმაც დაწერეს.
Areanapoli – 6.5 ქულა:
„როდესაც ხვიჩა ბურთს იღებს, მისგან ყოველთვის საფრთხეს ელოდები. მართალია, ეს მისი საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა არც ყველაზე ცუდი გახლდათ“.
Eurosport – 6 ქულა:
„კვარასგან” გამორჩეულ თამაშს ვართ მიჩვეული. მან გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა გაიღო, მეორე გოლი ქუსლით შექმნა“.
Calciomercato – 5.5 ქულა:
„მეორე ნახევარში უფრო მონდომებული იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“.
Mediaset – 6 ქულა:
„ეს ჩვეული კვარა არ იყო, მცველები ხისტად ეთამაშებოდნენ. თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს“.
Tuttomercatoweb – 6 ქულა:
„ლეჩემ“ კვარაცხელიას ცხოვრება გაურთულა. გუნდს ის ლიდერობს და ცდილობს სახიფათო იყოს, თუმცა არ გამოუვიდა“.
Сalcionapoli – 5.5 ქულა:
„კვარაცხელია რამდენჯერმე თანაგუნდელებმა არ შეიმჩნიეს, ამიტომ მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა. „ნაპოლის“ „მილანთან“ სხვა კვარა დასჭირდება“.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე უწევს. 12 აპრილს 1/4 ფინალში სტუმრად „მილანთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings