საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში ქართველების „მეცმა“ შინ „ოსერს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:3.
სამივე ქართველმა ითამაშა. ეს კი პირველი შემთხვევაა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში, როდესაც ერთ გუნდში მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი იყო.
ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა (შეუცვლელად ითამაშა) და გიგი აბუაშვილმა (86-ე წუთზე გაიყვანეს) დაიწყეს, 70-ე წუთზე კი მათ გიორგი ქვილითაიაც შეაურთდა გამოჩნდა.
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 6.5, sofascore – 6.8, Flashscore – 6.4.
აბუაშვილი: whoscored – 6.4, sofascore – 6.4, Flashscore – 6.7.
ქვილითაია: whoscored – 6.1, sofascore – 6.4, Flashscore – 6.0.


მეცი – ოსერი 1:3
გოლები: 0:1 სანე (4, საკ. კარში), 0:2 სინაიოკო (76), 0:3 დანუა (89), 1:3 მბალა (90+4)
„მეცი“ 13 ქულით აუტსაიდერია და 22 თებერვალს სტუმრად პსჟ-ს შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings