in

ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო: კვარაცხელიას კლიპი მიუძღვნეს

„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად მიიღო მატჩის მოთამაშის ჯილდო „ლიონთან“ გამართული ლიგა 1-ის შეხვედრის შემდეგ.

ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა კი ქართველი თავდამსხმელის საუკეთესო მომენტები ცნობილი ქართული მუსიკის ფონზე გამოაქვეყნა.

ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრის აზრით, „ნაპოლიდან“ ფრანგულ გრანდში გადასულმა ქართველმა ვარსკვლავმა თავისი საუკეთესო თვისებები სწორედ ამ შეხვედრაში წარმოაჩინა. ამას გულშემატკივრების კომენტარებიც მოწმობს.

https://twitter.com/Ligue1_ENG/status/1893798613764985112

„ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში საუკეთესო თამაში აჩვენა და მატჩის მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა. სრულიად დამსახურებულია“.

„კვარაცხელიას მატჩი – ეს ნამდვილად რაღაც სხვაა! მოუთმენლად ველოდები მის შემდეგ თამაშს“.

„ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ჩამოსვლიდან უკვე 3 საგოლე გადაცემა და 2 გოლია. გადამწყვეტი როლი ითამაშა „მონაკოსთან“, „ლიონთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ შეხვედრებში. თამაშს ალაგებს, ყველა რგოლს აკავშირებს, ტექნიკურია და შეტევებს აჩქარებს. მან უკვე დაიწყო“.

ვალიდ აჩერჩური (RMC Sport, DAZN-ის სპორტული კომენტატორი): „ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მოთამაშეა. „ლიონთან“ მატჩში მან პარიზს თავისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა. ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი „პარი სენ-ჟერმენის“ ფერებში. მას ამ გუნდში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.“

„მადლობა „ნაპოლის“ ამ „ურჩხულისთვის“ – „ლიონთან“ მატჩში კვარამ პარიზს თავი გააცნო“.

1tv.ge

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10 წუთის მიუხედავად, მიქაუტაძე საუკეთესოდ დაასახელეს

ევროპაში სიტყვის თავისუფლება აღარ არის: უეფას პრეზიდენტმა თანამედროვე სამყარო გააცამტვერა