ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. გავიდა ის ორი გუნდი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ. უბრალოდ, ბავარიელთა მთლად ასეთ ანგარიშს მაინც არ ველოდით, ხოლო „ლივერპულმა“ ინება და წააგო, თუმცა ისე, რომ ამ წაგებამ ხელი არ შეუშალა წინ წასულიყო. „ინტერმა“ უბრალოდ მორალური კმაყოფილება და თავდაჯერება მიიღო.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში მე-20-ედ გავიდა – ეს ტურნირის საუკეთესო შედეგია.
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 7+ გოლი 7-ჯერ გაიტანა. ეს ყველაზე მეტია.
ლევანდოვსკი ლიგის ბომბარდირია ამ წუთისთვის: მას 8 მატჩში 12 გოლი აქვს.
ლევანდოვსკიმ საგოლე პასი ქუსლით გააკეთა. მას 15 შედეგიანი მოქმედება აქვს ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში.
ლევანდოვსკიმ ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე – 23 წუთი.
ლევანდოვსკის ამ სეზონში „ბაიერნის“ 35 მატჩში 42 გოლი აქვს.
ნოიერმა კანის რეკორდი გააუმჯობესა ჩემპიონთა ლიგაზე. მანუელს 104 მატჩი აქვს.
მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 52 გოლი გაიტანა და ანრის გადაასწრო. მეტი მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს გატანილი.
მიულერი: „იღბალი „ბაიერნის“ მხარეს იყო. ზალცბურგში ის ძალიან გვაკლდა“.
ნოიერი: „კმაყოფილი ვართ თამაშით. „ბაიერნმა“ თავისი თქვა“.
„ზალცბურგის“ მწვრთნელი: „აქ სხვებსაც წაუგიათ დიდი ანგარიშით. ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით პლეი-ოფში“.
ნაგელსმანი: „როდესაც „ბაიერნი“ ასეთი ენერგიითა და ვნებით თამაშობს, რთულია ჩვენი გაჩერება“.
ბაიერნი – ზალცბურგი 7:1
პირველი მატჩი 1:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12-პენ), 2:0 ლევანდოვსკი (21-პენ), 3:0 ლევანდოვსკი (23), 4:0 გნაბრი (31), 5:0 მიულერი (54), 5:1 კიაერგაარდი (70), 6:1 მიულერი (83), 7:1 სანე (86)
ბაიერნი: ნომერი – პავარი, ზიულე (66. ნიანზუ), ერნანდესი (60. უპამეკანო) – გნაბრი (46. სარი), კიმიხი, მუსიალა (66. როკა), კომანი (66. ჩუპო-მოტინგი) – მიულერი, სანე – ლევანდოვსკი
ზალცბურგი: კიონი – კრისტენსენი, სოლე (46. პიატკოვსკი), ვობერი, ულმერი – კამარა (67. ტიჯანი) – კაპალდო, ზაივალდი (46. სუშიჩი) – აარონსონი – ადეიემი (61. შეშკო), ადამუ (61. კიაერგაარდი)
„ლივერპულმა“ შინ პირველად წააგო ერთი წლის განმავლობაში. სერია 28 მატჩისგან შედგებოდა.
კლოპი „ლივერპულთან“ ერთად მე-4-ედ გავიდა ლიგის ¼ ფინალში. ეს ამაზე ხშირად მარტო პეისლის გაუკეთებია.
„ინტერმა“ შეწყვიტა „ლივერპულის“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია. ის წლის დასაწყისიდან გრძელდებოდა.
„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად გაიტანა ბოლო 10 წელიწადში.
ლაუტარო ბოლო 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე კი 646 წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა.
ლაუტარო: „საწყენია, რომ ათნი დავრჩით. ჩვენ ისევ დავამტკიცეთ, რომ კარგები ვართ“.
შკრინიარი: „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას თავაწეული ტოვებს“.
ინძაგი: „სანჩესი ყველაზე უდროო დროს გააგდეს, როდესაც „ინტერი“ ყველაზე კარგად თამაშობდა, ხოლო ისინი – ცუდად“.
სალაჰი: „ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოგება. ჩვენ ორივესთვის ვიბრძოლებთ“.
კლოპი: „ინტერი“ მართლაც კარგია. მან მოიგო, მაგრამ გავიდა „ლივერპული“ – ეს მაწყობს“.
ლივერპული – ინტერი 0:1
პირველი მატჩი 2:0
გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (46)
ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჯოუნსი (65. კეიტა), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (65. ჰენდერსონი) – სალაჰი, მანე, ჟოტა (83. ლუის დიასი)
ინტერი: ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრეი (46. დ’ამბროზიო), ბასტონი – დუმფრისი (75. დარმიანი), ვიდალი, ბროზოვიჩი (75. გალიარდინი), ჩალჰანოღლუ (84. ვესინო), პერიშიჩი – ლაუტარო მარტინესი (75. ხოაკინ კორეა), ალექსის სანჩესი
გაძევება: ალექსის სანჩესი (63. ინტერი)
GIPHY App Key not set. Please check settings