in

ეს იქნება რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ: დვალიშვილს უნდა, რომ რუსს ბოლო მოუღოს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ექს-ჩემპიონ პეტრ იანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და რუსს თავდამბლობისკენ მოუწოდა.

„მას ბრძოლა რომ არ ჰქონოდა (ომელის წინააღმდეგ), ვუთავაზებდი, მით უმეტეს, როდესაც ალჯოსთან ჩხუბობდა, თქვა, რომ როდესაც ჩვენ გვნახავდა, მთელ გუნდს გვცემდა. რა სისულელეა?

როდესაც აბუ-დაბიში ვნახე, ომელისთან საბრძოლველად ემზადებოდა. ეს ბრძოლამდე სამი დღით ადრე იყო და მე თავაზიანი ვიყავი. გვერდით ვიდექი, სანამ ალჯოს ესაუბრებოდა და არ მინდოდა ახლოს მისვლა, რადგან ბრძოლა ჰქონდა. ის თავის საქმეს აკეთებდა, მე კი პატივისცემით ვეკიდებოდი.

მან ჩემსკენ აჩვენა და თქვა: „ის პატარაა“. მე ავდექი და მის გვერდით დავდექი, თითქოს ეს სასაცილო ყოფილიყო. მან ისევ მიუთითა ჩემსკენ და თქვა, რომ ნოლი ვარ. ის თავდაჯერებულია. მებრძოლების უმრავლესობა თავდაბალია. არ ვფიქრობ, რომ პეტრი მორიდებულია, ის უფრო მოკრძალებულად უნდა მოიქცეს“, – განაცხადა დვალიშვილმა MMA Fighting-თან.

ჩვენიანმა მოსალოდნელ ბრძოლაზე The Schmo-სთანაც ისაუბრა:
„მინდა უბრალოდ ბოლო მოვუღო, გესმით? არ მომწონს ეს ბიჭი. პატივს ვცემ ყველა ჩემ ყოფილ მეტოქეს, მაგრამ ეს რაღაცნაირად არ მომწონს. ის კარგი მებრძოლია, კარგი მეოჯახეა, მაგრამ დანარჩენში სულელია, ის რუსი ხეპრეა.

მე უბრალოდ მინდა ეს ბრძოლა მოვიგო. ეს უკეთესი რამ იქნება, ვიდრე ტიტულის მოგება, რადგან ეს ჩემთვის პირადი საკითხია. იცით, რომ ჩემი ქვეყანა მხარს მიჭერს. ეს იქნება რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. ეს სპორტია, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა“.

დვალიშვილისა და იანის შერკინება 11 მარტს ლას ვეგასში UFC Fight Night 221-ზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს საუკეთესო მეპასეები: ლიდერი დე ბრუინია — ათეული ცოტა უცნაური გამოვიდა

საქართველომ მსოფლიო თასზე ავსტრალია დაამარცხა – ახლა პირიქით მოხდა