in

ეს თამაში ფინალსაც იმსახურებდა: მონტელას თურქებმა საჩუქარი გაუკეთეს

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ბრძოლაში და დასანანად წააგო პირველი მატჩი თურქეთთან 1:3. მატჩის შემდეგ თამაში შეაფასა მეტოქის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ვინჩენცო მონტელა:

„ეს მატჩი ფინალის სტატუსს იმსახურებდა. ჩვენს გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი ფანტასტიკურები იყვნენ, მაშინაც კი, როცა გვიჭირდა. ეს მოგება მათ ეკუთვნით. 18 ივნისს 50 წლის გავხდი, ასე რომ, დაბადების დღეზე უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი.

დღეს კარში 22-ჯერ დავარტყით. უფრო მეტი სიზუსტე გვმართებს. მაგრამ მე ვაფასებ გუნდს, თამაშს… სამწუხაროდ, ცოტა დავმშვიდდით მას შემდეგ, რაც ვიდეორეფერიმ მეორე გოლი გაგვიუქმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ვერ გავცდით. წინა ევროზე ქულაც კი არ ავიღეთ. ახლა მიზნად პლეი-ოფში გასვლა გვაქვს.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ სად იყავი მე რომ ვთამაშობდი: რონალდოს რეკორდი და პორტუგალიის გაჭირვებული გამარჯვება

ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა: არ არის მარტივი