in

ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში: სანიოლი მსაჯზე გაბრაზდა მეორე გოლის გატანა არ გვაცალაო

საქართველოს ნაკრებმა 1:2 წააგო ნორვეგიასთან ევროპის შესარჩევის თამაში და ჯგუფიდან გასვლის ისედაც არარსებული შანსები გადაიწურა. ესპანეთთან კოშმარული 1:7-ის მერე ეს ანგარიში ჩაროზად მოჩანს. რთულია ჩვენების თამაშს დიდად პოზიტიური უწოდო, თუმცა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი მთლად უკმაყოფილოც არ ჩანს.

ისევ წავაგეთ: მისაღები ანგარიშით და მიუღებელი თამაშით – 1:2 ნორვეგიაში

ვილი სანიოლი:

“ფეხბურთელები ფოკუსირებულები იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება. არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით”.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უკმაყოფილო დარჩა მსაჯის გადაწყვეტილებით, რომელმაც შეხვედრას მხოლდო 3 წუთი დაამატა:

„მას ვუთხარი, რომ მხოლოდ სამი წუთის დამატება უსამართლოა. არავინ იცის, მეტი რომ დაემატებინა გავათანაბრებდით თუ არა ანგარიშს. შესაძლოა, ნორვეგიას მესამე გოლი გაეტანა, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულ პატივისცემას ვიმსახურებთ. არბიტრი ისე მელაპარაკა, თითქოს ფეხბურთის უცოდინარი ვიყავი.

სხვაობა სწორედ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შევამცირეთ. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა კვარაცხელიას. ამის შემდეგ მსაჯმა თამაში სწრაფად დაასრულა. ნორვეგია ბურთს ჩვენზე მეტად ფლობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საერთო ჯამში, ნორვეგიაზე უკეთესი შანსები შევქმენით, ამიტომ იმედგაცრუებული ვართ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ წავაგეთ: მისაღები ანგარიშით და მიუღებელი თამაშით – 1:2 ნორვეგიაში

რას შვრებიან ჩვენი მეტოქეები: ესპანეთმა პატარები არ დაინდო, შოტლანდიასაც მოუგეს