საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს. რთულია, მაგრამ გაიარე ხორვატიის ბარიერი და ევროპის ჩემპიონატზე ხარ. ჩვენს გუნდს მოგეხსენებათ პირველი მატჩი თბილისში აქვს, ამიტომ ცხადია აქ ემზადებიან.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე:
„ძალიან მნიშვნელოვანია მატჩია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. ეს თამაშები ქართული ფეხბურთისა და მოთამაშეების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქომაგებს მოვუწოდებ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს მოგება ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
გუნდში დადებითი განწყობაა. ამ ნაკრებს ასეთი დონის თამაში არ ჩაუტარებია, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა.
გაბრიელ სიგუა სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ვერ ვიტყვი რამდენს ითამაშებს.
ირაკლი აზაროვის ტრავმა საშიში არ გამოდგა და შეუძლია ითამაშოს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შევძლებთ თუ ვერა პირველ ნომრად თამაშს. რა თქმა უნდა, ხორვატია ძლიერი გუნდია, დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“.
შეგახსენებთ, საქართველო–ხორვატიის მატჩი ხვალაა, მიხეილ მესხზე, 19:00 საათზე. განმეორებითი თამაში 19 ნოემბერსაა და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings