Relevo-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ პსჟ შეტევით ხაზში გაძლიერებას კვლავ გეგმავს და “ასტონ ვილას” 21 წლის კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავის ჯონ დურანის შეძენა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ ბირმინგემელებთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა. პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და გარიგება სავარაუდოდ, უფრო ზაფხულშია მოსალოდნელი.
კოლუმბიელის სატრანსფერო ფასად 70 მილიონი ევრო სახელდება. ის მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილაში” ძალიან კარგად გამოიყურება და 19 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში 7 გოლიც გაიტანა. ამას გარდა, მან 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და 3 შედეგიანი დარტყმაც მიითვალა.
დურანი ბირმინგემული კლუბის წევრი 2023 წელს გახდა, როდესაც ის ინგლისელებმა აშშ-ის გუნდ “ჩიკაგოდან” 16,6 მილიონ ევროდ შეიძინეს. იქამდე ის სამშობლოში ბურთაობდა და “ენვიგადოს” ფორმას ირგებდა.
–
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში “ნაპოლიმ” გასვლაზე “ატალანტას” 3:2 სძლია, რამაც “პარტენოპეის” ფანები ძალიან გაახარა და დიდებული დახვედრა მოუწყვეს.
ამ ზეიმს მობილურით გუნდის თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე იღებდა, რასპადორიმ კი უთხრა, რომ ვიდეო კვარაცხელიასთვის გაეგზავნა.
Arenanpoli წერს, რომ ეს შესაძლოა, ირონიით ყოფილიყო ნათქვამი და “ნაპოლის” რამდენიმე ფეხბურთელი ქართველის გადაწყვეტილებისა და პსჟ-ში გადასვლის გამო უკმაყოფილო იყოს.
–
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ქართველთან გადაღებული სურათი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა თავის “ინსტაგრამის” გვერდზე გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო:
“მე გელოდი შენ, ძმაო ხვიჩა. “ნაპოლი” მუდამ გულშია”.
ფაბიან რუისმა “ნაპოლიში” 4 სეზონი ითამაშა. ის 2020 წლის ზაფხულში კვარაცხელიასთან ერთად დიმაროში იყო შეკრებაზე, მაგრამ მალევე გადავიდა პსჟ-ში.
კვარაცხელია 23 იანვარს “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მისი დებიუტი “პარი სენ ჟერმენში”, სავარაუდოდ, 26 იანვარს “რეიმსთან” შედგება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings