საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისი“ დატოვა.
ფეხბურთელს იჯარის წესი დაუმთავრდა და ის ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდება.
ქართველმა თავდამსხმელმა სოციაულურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ ბედნიერებაა! მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისვის რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა და მოგვცა ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა! მადლობა ანორთოსისის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100% ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება“,- განაცხადა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ კვიპროსულ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიპოვა და ფინალურ შეხვედრაში საჩემპიონო გოლი გაიტანა.
გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings