გერმანიაში ზამთრის შესვენების ბოლოსწინა ტური შუა კვირაში გაიმართა და დიდი გადაადგილებები არ გამოუწვევია. ორივე ლიდერმა მარტივად მოიგო თავისი თამაშები, თან ისე, რომ მათი მთავარი მეგოლეები წამით არ აპირებენ გაჩერებას – “ბაიერნის” ლევანდოვსკიმაც და “ბორუსიას” ჰაალანდმაც 2-2 გოლი შეაგდეს.
მნივნელოვანი იყო ოთხეულის 2 გუნდის შეხვედრა. ლევერკუზენის “ბაიერი” შინ 2 ბურთით კი იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საოცრად მოთამაშე და მიჯრით მოგებული თამაშების მქონე “ჰოფენჰაიმმა” ბოლოს მაინც გადაარჩინა მატჩი – 80-ე და 83-ე წუთებზე გაიტანა.
ვინ იქნება ზამთრის პაუზამდე ოთხეულში, ამას მომდევნო ტური გაარკვევს, როდესაც მეხუთე ადგილოსანი “ფრაიბურგი შინ “ბაიერს” მიიღებს და ეცდება 2-ქულიანი დანაკლისი ამოუქაჩოს.
„ბაიერნი“ ზამთრის ჩემპიონი 24-ედ გახდა, ამის შემდეგ 21-ჯერ ტიტულს იგებდა.
ლევანდოვსკიმ 42 გოლი გაიტანა 2021 წელს ბუნდესლიგაში და ამით მიულერის რეკორდი გაიმეორა. პაუზამდე კიდევ ერთი ტურია.
ლევანდოვსკიმ 2021 წელს 68 გოლი გაიტანა, მბაპემ – 49, ჰაალანდმაც უკვე 49, რონალდომ – 46, ბენზემამ – 45 და მესიმ – 43.
ტომას მიულერმა ბუნდესლიგის პირველ წრეში 12 საგოლე პასი მისცა. ეს რეკორდია მას შემდეგ, რაც სტატისტიკას ითვლიან.
ნაგელსმანი: „ბაიერნი“ არაჩვეულებრივად კარგი იყო მეორე ტაიმში“.
ჰაალანდმა კალენდარულ წელს ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა. ეს „ბორუსიას“ რეკორდია.
ჰაალანდმა „ბორუსიაში“ ჩატარებულ 74 მატჩში 76 გოლი შეაგდო.
ლევერკუზენის ფორვარდმა შიკმა 8 გოლი გაიტანა ბოლო 3 ტურში.
„ბაიერის“ ნახევარმცველ ფლორიან ვირტცის ანგარიშზე 50 მატჩია ბუნდესლიგაში. ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
გლადბახის „ბორუსიამ“ ზედიზედ 4 მატჩი წააგო საერთო ანგარიშით 4:17. ზედიზედ 4 მატჩი წააგო ასევე “ვოლფსბურგმა”.
ბუნდესლიგა – XVI ტური
შტუტგარტი – ბაიერნი 0:5
ვოლფსბურგი – კიოლნი 2:3
მაინცი – ჰერტა 4:0
არმინია – ბოხუმი 2:0
გლადბახი – აინტრახტი 2:3
უნიონი – ფრაიბურგი 0:0
დორტმუნდი – ფიურტი 3:0
ლევერკუზენი – ჰოფენჰაიმი 2:2
აუგსბურგი – ლაიპციგი 1:1
GIPHY App Key not set. Please check settings