საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. ხვალ, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირის პირველ მატჩში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი:
“რა თქმა უნდა, ვუყურეთ და გავაანალიზეთ ნორვეგიისა და ესპანეთის შეხვედრა. მიუხედავად მარცხისა, ნორვეგიის ნაკრები ხარისხიანიგუნდია და ესპანელებთან ასეთი შედეგით წაგებას არ იმსახურებდა. თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცის რა დონის გუნდია ნორვეგია.
რა თქმა უნდა, ვიცით ოსტეგორის შესახებ, რომელიც “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, მაგრამ ის ამჟამად არ თამაშობს კლუბში, ის თამაშობს ნაკრებში. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში სხვა ფუნქცია აქვს და გუნდში სხვა. ჩემთვის მთავარია, დაცვაში, ასევე შეტევაში სწორი თამაში.
ერთა ლიგა ჩავლილი ტურნირია. ეს ახალი გამოცდაა, თავი უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გამოვცადოთ.
ჰოლანდი ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელია. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. რა თქმა უნდა, მე მსურს მოედანზე უძლიერესი ფეხბურთელები იყვნენ. ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს ჩვენთვის არის დიდი გამოწვევა, თუ რა ტაქტიკით და როგორ ითამაშებს ნორვეგია ჰოლანდის გარეშე”.
გურამ კაშია:
“ვფიქრობ, ერთა ლიგასთან შედარებით ეს გაცილებით რთული ჯგუფია. ეს ჩვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. სერიოზული ტესტი, ვაჩვენოთ რამდენად შეგვიძლია ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში”.
GIPHY App Key not set. Please check settings