in

ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის: ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას

თურქეთთან მარტჩის შემდგე საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში განაახლა. ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა უპასუხა.

ნაკრებმა მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო: ვინც ითამაშა, დაისვენა – დღეს პრესკონფერენცია

გიორგი გველესიანი:

“ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, მიმაჩნია, რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს. ჩვენ კი, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში”.

გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა: იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებმა მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო: ვინც ითამაშა, დაისვენა – დღეს პრესკონფერენცია

გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა: იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით