შაბათს ჩინეთში გამართულ საფეხბურთო მატჩზე ხელოვნური მხოლოდ მოედანი არ ყოფილა — პეკინში ერთმანეთს ჰუმანოიდი რობოტებისგან შემდგარი ოთხი გუნდი დაუპირისპირდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თამაშობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთს ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტად ტაქტიკურ და „რობოტულ“ თამაშში, ჩინეთში გამართულმა მატჩებმა აჩვენა, რომ AI ჯერჯერობით კილიან მბაპეს საქმეს საფრთხეს ვერ შეუქმნის.
მატჩზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უჭირთ რობოტებს ბურთის დარტყმა და წონასწორობის შენარჩუნება — მათი „წაქცევები“ ისე გამოიყურება, თითქოს სიმულაციებით არიან დაკავებული. მინიმუმ ორი რობოტი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს მას შემდეგ, რაც ადგომა საერთოდ ვეღარ შეძლეს.
კომპანია Booster Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენ ჰაომ, რომელსაც ეკუთვნის კიდეც მოედანზე მყოფი რობოტები, აღნიშნა, რომ სპორტული შეჯიბრებები იდეალურია ჰუმანოიდი რობოტების ტესტირებისთვის.
მისი თქმით, მომავალში შესაძლოა ადამიანებმა რობოტებთან ითამაშონ, თუმცა შაბათის მატჩის მიხედვით, რობოტებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი, რომ ადამიანებს სპორტულ უნარებში შეეჯიბრონ.


GIPHY App Key not set. Please check settings