ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” Football manager 22″-ის პრეზენტაციის ფარგლებში იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შესახებ წერს, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ და სამომავლოდ კლუბების სკაუტები თუ მესვეურები უნდა დააკვირდნენ.
სასიამოვნოა, რომ გამოცემის ყურადღება ქართული ფეხბურთის ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიპყრო.
“ჩვენ, წარმოგიდგენთ იმ “საოცარ ბიჭებს, რომლებიც დიდი ტალანტითა და პოტენციალით გამოირჩევიან და მათ შეუძლიათ კლუბების გაძლიერება. ასევე, ისინი სატრანსფერო ბაზარზეც, არცთუ ისე ძვირი ღირს. ჩვენ შემდეგ, სამ ფეხბურთელს გამოარჩევს- შოლე შორეტაირი (მანჩესტერი), დევიდ კელეკოჰი (აიაქსი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი). “-წერს გამოცემა
გარდა ამ მოთამაშეებისა, სიაში ისეთი ვარსკვლავებიც არიან, როგორებც ანსუ ფატი და ბაკაიკო საკაა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში “რუბინის” მაისურით 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings