ესპანური “ვალენსიას” 21 წლის ქართველ მეკარეზე ესპანურ მედიაში საქებელ სიტყვებს არ იშურებენ და ესპანეთში ძალიან კარგი პრესა აქვს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.
ამჯერად, გიორგის შესახებ ესპანური Deportivovalenciano წერს, რომ მამარდაშვილი “ვალენსიას” მომავლის მეკარეა.
“ვალენსიამ უგო დურო აუცილებლად უნდა გამოისყიდოს და გიორგი მამარდაშვილს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ქართველი მომავლის მეკარეა და მას მომდევნო სეზონში უფრო მეტი თავდაჯერებულება ექნება, რაც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას მოაქვს.”-წერს ესპანური გამოცემა
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა ჩაატარა და 7-ჯერ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. გიორგიმ 3 მატჩი ჩაატარა კოპა დელ რეიზეც, მათ შორის ფინალში და ერთხელ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings