in ,

ესპანური მედია: მამარდაშვილი ახლა უკეთესია, ვიდრე სექტემბერში იყო

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca 21 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმიანება და წერს, რომ სექტემბრის თამაშების შემდეგ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი უფრო კარგი დაბრუნდა, ვიდრე იყო და მან უთამაშებლობაც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

As.com: პოზიციას სწორად არჩევდა, სოლიდური იყო, მაგრამ კინაღამ სულელური გოლი გაუშვა

“გიორგი მამარდაშვილი ერთი თვეა, რაც “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. 190 საკმაოდ რთული დღე, უთამაშებლობა და მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, მაგრამ გიორგი შეძლო ოთხი თვის უთამაშებლობის მიუხედავად, ბევრი ესწავლა, კიდევ უფრო გაზრდილი და უფრო ძლიერი დაბრუნებულიყო. მამარდაშვილს აქვს იმის უნარი, რომ რთული მომენტიდანაც მაქსიმალური გამოცდილება მიიღოს და ბევრი ისწავლოს. 20 წლის ბიჭს ძალიან გაუმართლა, როცა სეზონის სტარტზე სილესენისა და დომენეკის ტრავმების გამო, ლა ლიგაში მატჩები მოუწია. შემდეგ ის სილესენმა ჩაანაცვლა და სათასო მატჩებშიც არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ გიორგიზე ამან მოტივაციის მხრივ უფრო კარგად იმოქმედდა.

ბორდალასმა მამარდაშვილის ნდობა დააბრუნა და გიორგის კარგ ფორმაშია. თავის მხრივ გამოჯანმრთელდა გამოცდილი იასპერ სილესენიც, ასე რომ, ბორდალასს თასის ფინალისთვის სერიოზული თავსატეხი აქვს, თუ ვინ უნდა იყოს კოპა დელ რეის ფინალში “ღამურების” კარის დარაჯი”, – წერს “მარკა”.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა გამართა და 6 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპორტული კუთხით არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთ დროს რუსეთში თამაში არ შეიძლებოდა: ირაკლი ლილუაშვილი

ამბიციურ გუნდში, დიდი კალათბურთელების გვერდით მოვხვდი – ვირტუსმა თორნიკე შენგელია წარადგინა