3 მარტს, ესპანური “ვალენსია” სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.
“ღამურები” “მესტალიაზე” კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდებიან. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება და ის, რომ გუნდმა ჩემპიონატიდან მოიპოვოს ევროსარბიელის საგზური ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომაც თასის მოგება ამის ყველაზე კარგი შანსია.
პირველი მატჩი გასვლაზე “ვალენსიამ” 1:1 ითამაშა და ამ მატჩში ფავორიტადაც მიიჩნევა. ესპანური Supordeporte წერს, რომ ბასკებთან წინა შეხვედრაში ბორდალასი დიდ რისკზე წავიდა, როდესაც ხაუმე დომენეკი სკამზე გადასვა და ძირითადში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, თუმცა ამ რისკმა გაამართლა და 3 მარტს “ვალენსიასთვის” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ქართველი მეკარე იქნება.
მამარდაშვილმა ბოლო მატჩში “მალიორკასთან” მაღალი დონე აჩვენა და ესპანელი სპეციალისტი ამ თამაშშიც მას ენდობა.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings