საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშით ესპანელები აღფრთოვანებას ვერ მალავან. ვალენსიაში მეოთხე მეკარედ ჩასული 20 წლის ბიჭი უეცრად გუნდის ძირითად მეკარედ იქცა და ლა ლიგის სამ მატჩში ორჯერ კარი მშრალად შეინახა. ორი დასამახსოვრებელი სეივიც შემოგვთავაზა.
ამჯერად, გიორგის შთამბეჭდავ თამაშს ვალენსიური ვებგვერდი ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს სათაურით; “ვალენსიას სენსაციის ანალიზი.
“გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” ძირითად მეკარედ არავინ მოიაზრებდა და ლა ლიგის საწყის ტურებში მისი ძირითად შემადგენლობაში თამაში ნამდვილი სენსაცია იყო.
ქართველი მეკარე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მან არც ესპანური არ იცის, მაგრამ მას ახალ კუბში რაიმე შიშის მაგვარი არ ჰქონია. მამრდაშვილმა სულ რაღაც ერთ თვეში მოიგო გუნდში არსებული დიდი კონკურენცია და ეს ყველაფერი თავისი რკინის ხასიათის-ცივსისხლიანი თამაშის და გამბედაობის დამსახურებაა.
ყველაზე მეტად მამარდაშვილმა მაინც თავისი საოცარი რეაქციით და სწრაფი რეფლექსებით გაგვაკვირვა. გიორგიმ ლა ლიგის 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ახლა მას უფრო რთული გამოცდა ელის. მან ეს ყველაფერი გაცილებით ძლიერი გუნდების წინააღმდეგ უნდა გამოცადოს.
ფეხით თამაში აშკარად არ არის მისი ძლიერი მხარე, ისევე, როგორც გამოსვლებზე თამაში. იმის გათვალისწინებით, თუ რა მალე აუმჯობესებს ის თანაგუნდელებთან კომუნიკაციას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მამარდაშვილი ამ ორ ნაკლსაც გამოასწორებს.”-წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე
GIPHY App Key not set. Please check settings