ესპანური “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმიც ლა ლიგის პირველივე სეზონში “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს თავს, კვლავ ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, გიორგის შესახებ სტატიას ესპანური valenciapaza აქვეყნებს.
“21 წლის მეკარე, რომელიც სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღებას იპყრობს. ქართველმა მეკარემ არცთუ მაღალი დონის საქართველოს ჩემპიონატიდან საფეხბურთო ელიტაში დიდი ნახტომი გააკეთა. მამარდაშვილი, რომელიც ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” ირჯებოდა, “ვალენსიაში” ანტონიო ლოპეს ენტრენას და მისი ქართველი კოლეგის ლევან სარალიძის მეშვეობით მოხვდა.
“აღმოსავლეთ ევროპაში ბევრს ვმოგზაურობამ, მხარეში ბევრი კონტაქტები მაქვს.1986 წლიდან ამ ქვეყნებში “ვალენსიას” საზაფხულო კემპებს ვაწყობ. საქართველოში ლევან სარალიძე მეხმარება.
როდესაც მამარდაშვილი ვნახე, მჯეროა მას დიდი კარიერაის გაკეთება შეეძლო. ის “ბარსელონასაც” შევთავაზე, მაგრამ როცა დიდ კლუბს უკავშირდები და 19 წლის მეკარეს თავაზობ, რთულია ბოლომდე სერიოზულად შემოთავაზების აღქმა და ბევრი ამ რისკზე ვერ მიდის. საქართველოში არსებობენ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები, რომლებსაც ელიტაში დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.
მამარდაშვილი “ღამურებს” “2020 წლის დეკემბერში შევთავაზე და 2021 წლის აპრილში დამირეკეს. მანამდე “ვალენსიაში” არ იყვნენ დარწმუნებული. საბუთების შედგენაც რთულია, რადგან ესპანეთს არ აქვს საელჩო თბილისში და უნდა წახვიდე სტამოულში. გარდა ამისა, საქართველოში რთულია მოლაპარაკება. საკითხი ძალიან დამღლელი გახდა, მაგრამ მისი დახურვა გასულ ზაფხულს მოხერხდა”.
ანტონიო ლოპესმა ესპანეთში სამი ქართველი ფეხბურთელი მოაწყო: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი) და გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე).
GIPHY App Key not set. Please check settings