“ბარსელონას” ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავს.
ჰანს ფლიკის გუნდის საშუალო ასაკი 23,4 წელია. ამავდროულად, სატურნირო ცხრილს სწორედ კატალონიელები ლიდერობენ, რომლებმაც 4-ვე მატჩი მოიგეს.
მეორე ადგილზეა “რეალ სოსიედადი” (24,5 წელი). შემდეგ მოდის ვალენსია (25). ამ მაჩვენებლით მადრიდის “რეალი” “სელტასთან” მეცხრე ადგილს ინაწილებს – 26,5 წელი.
ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი „რაიო ვალეკანოშია“ (29 წელი). „ატლეტიკო“ ბოლოსწინა ადგილზეა – 28 წლის.
საკუთარი აღზრდილების ყველაზე დიდი რაოდენობა „ატლეტიკში“ (18), „სოსიედადში“ (16) და „ბარსელონაში“ (13) არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings