საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ესპანეთთან, ილიას ზუროსის გუნდი ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა გუშინ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა უკრაინა მინიმალური სხვაობით 77:76 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1) ესპანეთი 5მ 1წ – 11 ქულა
2) საქართველო 4მ 2წ- 10 ქულა
3) უკრაინა 3მ 3წ- 9 ქულა
4) ჩრდ. მაკედონია 0მ 6წ – 6 ქულა
მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გუნდი გადის და ხედავთ, რომ მაკედონიელთა გარდა სამივე ნაკრები გავიდა. იმის გამო, რომ რუსეთი დისკვალიფიცირებულია და მათ ყველა მატჩში ტექნიკური წაგება და ბოლო ადგილი გარანტირებული აქვთ, ბოლო ადგილოსან გუნდთან მოპოვებული ქულები შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე არ გადადის.
გამოდის, რომ ესპანეთს 3 მოგება და 1 წაგება აქვს, საქართველოს 2 მოგება და 2 წაგება, უკრაინას კი 1 მოგება და 3 მარცხი.
შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე კი იტალია, ნიდერლანდები და ისლანდია იცდიან.
მე-2 ჯგუფური ეტაპის ცხრილი
- ესპანეთი 7 ქულა
- იტალია 7 ქულა
- ისლანდია 7 ქულა
- საქართველო 6 ქულა
- უკრაინა 5 ქულა
- ნიდერლანდები 4 ქულა
6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს – 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნულ ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.
2022 წელი
24 აგვისტო საქართველო – ნიდერლანდები
27 აგვისტო იტალია – საქართველო
2022 წელი
11 ნოემბერი ისლანდია – საქართველო
14 ნოემბერი საქართველო – იტალია
2023 წელი
23 თებერვალი ნიდერლანდები – საქართველო
26 თებერვალი საქართველო – ისლანდია
მსოფლიო ჩემპიონატზე სამი საუკეთესო გუნდი გავა. აგვისტოს პერიოდი კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ზუროსის გუნდი სრული შემადგენლობით იქნება და იტალიის ბოლო წლებში შესუსტებული ნაკრების დამარცხება უტოპიური ნამდვილად არ არის. ნიდერლანდელები კი ჯგუფში მაჩანჩალის სტატუსით არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings