ესპანეთის ნაკრების კაპიტნის სერხიო ბუსკეტსის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
„ბარსელონას“ ნახევარმცველი უკვე კარანტნიშია, დანარჩენი მოთამაშეები კი ევრო 2020-ისთვის მზადებას იზოლაციის რეჟიმის დაცვით აგრძელებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების წევრებს შორის სხვა ინფიცირებულები არ არიან. მიუხედავად ამისა, ყველა დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა.
ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც 8 ივნისისთვისაა დაგეგმილი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნაცვლად, ახალგაზრდული ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელებს შორის ეს დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. ტურნირის დაწყებამდე 5 დღე რჩება.
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სტარტს 14 ივნისს, შვედეთის წინააღმდეგ მატჩით აიღებს.
ჯგუფურ ეტაპზე ლუის ენრიკეს ნაკრები ასევე პოლონეთთან და სლოვაკეთთან ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings