in

ესეც ხელბურთის ისტორია: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად ითამაშა და დრამატულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა – 31:30.

პირველ ტაიმში ჩვენებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 აგებდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ანგარიში გათანაბრდა.
შეხვედრის დამთავრებამდე 30 წამით ადრე მეკარე ცინცაძემ იხსნა გუნდი გოლისგან. სტუმრების საპასუხო იერიში მატჩის ბოლო წამზე მასპინძლებმა აკრძალული ილეთით შეაჩერეს. ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანი ისევ ცხოვრებაძემ გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფი იყო. I-II ადგილებზე გასულ გუნდებთან ერთად ფინალურ რაუნდში 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავიდა. მათ შორის – საქართველოც.

უნგრეთი – საქართველო 30:31 (14:17)

საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, ცხოვრებაძე (8), ორჯონიკიძე (7), კბილაშვილი (4), არსენაშვილი (4), დიხამინჯია (4), გავაშელიშვილი (2), ლაპიაშვილი (1), რუსტამოვი (1), გოგოლაძე, დარსანია, გოგავა, კალანდაძე, სიმონია

ევროპის პირველობა 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება.

საბოლოოდ გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2024 წელს გერმანიაში ითამაშებენ: ავსტრია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფარერები, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21 ქულით შენგელია ბომბარდირი გახდა, თუმცა ვირტუსმა 1 ქულით წააგო

კიტე ავსტრიის თასის მფლობელია