ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურისტთა ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა თავისუფალ პროგრამაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, რომელმაც ჯამში 215.76 ქულა დააგროვა.
მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ. მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 139.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე 2024 წელს ვერცხლის, 2025 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.




მამაკაცთა კატეგორიაში მოკლე პროგრამაში გამარჯვებული და მცირე ოქროს მედლის მფლობელი საქართველის ილიმპიური ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე გახდა, იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.





GIPHY App Key not set. Please check settings