in

ესეც თქვენ: ხვიჩას სიმშვიდე სჭირდებოდა – დავიცვათ კვარაცხელია…

ხვიჩა კვარაცხელიამ დადებითი და მაღალი შეფასება დაიმსახურა „კალიარისთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1). ქართველმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მთელი მატჩი მეტოქეებს დაძაბულობაში ამყოფებდა, რომლებიც მის მიმართ აშკარა უხეშობას არ ერიდებოდნენ.

ნაპოლიმ კვარას გოლით მოიგო: ხვიჩას ყველაზე მაღალი ქულები დაუწერეს

„კალიარისთან“ მატჩი შეაფასა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ და ხვიჩაზეც საკმაოდ ისაუბრა:

„მოგება მნიშვნელოვანი იყო, სამი ქულა გვჭირდებოდა. გამიხარდა მარიო რუის დაბრუნება, რადგან გვჭირდება მცველები, რომლებიც ფლანგის თავდამსხმელებს დაეხმარებიან. მის გარეშე კვარაცხელიას შეტევაში გაუჭირდა და ამას განიცდიდა, რადგან სამ მეტოქეს ეჭიდავებოდა.

გასულ სეზონში ხვიჩა ყველამ აღიარა და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა როდესაც გოლების გატანას ვერ ახერხებს, კრიტიკის ობიექტი ხდება.

„კალიარისთან“ მატჩამდე მთელი დღე ვსაუბრობდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოთამაშისთვის სიმშვიდეს. ახლა მენტალურად უფრო ძლიერია.
კვარას რომ ვერ გაჰქონდა, ზეწოლა იგრძნო. ვცდილობდით, დაგვემშვიდებინა და მიხარია, რომ „კალიარისთან“ გაიტანა.

ის უკვე საკუთარ მდგომარეობას უბრუნდება. საერთოდ, ხვიჩა განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასეც იქნება. მჯერა, დაგვიბრუნდება კვარას ის ვერსია, რომელიც შარშან ვნახეთ.

არაჩვეულებრივი ბიჭი და დიდებული ადამიანია, რომელიც პრობლემებს არასდროს შეგიქმნის“.

მატჩის შემდეგ „კალიარის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კლაუდიო რანიერიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც კვარაცხელიასა და ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.

„ვულოცავ „ნაპოლის“, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა“.

კვარაცხელიაზე ისაუბრა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმაც:

„კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობა შემაშფოთებელია. „ნაპოლის“ გარემარბმა კიდევ ერთი დიდი მატჩი ჩაატარა „კალიარის“ წინააღდეგ, მაგრამ ნანდესმა და სხვა მოთამაშეებმა უამრავი დარტყმა მიაყენეს, თუმცა მსაჯმა ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.
სულ მცირე 30 წელია, რაც საბჭო ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს, რაც დაიცავს მას ვისაც ურტყამენ და არა ვინც ურტყამს, თუმცა ფაქტია, რომ შედეგს ვერ ვხედავთ.
რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელიას დავკარგავთ“.

კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო წერს:

„ნაპოლიმ“ ურთულესი თამაში მოიგო, „კალიარი“ არასდროს ნებდება და ეს დღესაც გამოჩნდა. მარიო რუის მოედანზე დაბრუნებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ პრობლემას უქმნიდა გუნდს მარცხენა განაპირა მცველის გარეშე თამაში, პორტუგალიელმა კვარაცხელია ძველებურად აათამაშა“.

ხვიჩას 30: ქართველზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია

გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ უჩვეულო ჟესტით აღნიშნა, რაზეც ყურადღება tuttonapoli-მა გაამახვილა:
„ქართველმა ტალანტმა როგორც იქნა გაიტანა გოლი, რომელიც ასე აკლდა გასანთავისუფლებლად და უჩვეულო ჟესტით აღნიშნა. მიზეზი? ეს პასუხი იყო ყველასთვის, ვინც ბოლო პერიოდში ზედმეტად აკრიტიკებდა“.

ხვიჩას გოლს, მისი მეუღლე ნიცა თავაძეც გამოეხმაურა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე:

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას 30: ქართველზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია

ვირტუსი უშუალო კონკურენტთან ოვერტაიმში დამარცხდა