ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„სიტის“ ფორვარდმა გულშემატკივრების გამოკითხვაში გაიმარჯვა.
კონკურენციას უწევდნენ: კევინ დე ბრუინი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერი“), მარტინ ედეგორი და ბუკაიო საკა (ორივე „არსენალი“) და კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“).
ჰოლანდი გახდა „სიტის“ მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო. მანამდე იყვნენ ვენსან კომპანი (2011/12), კევინ დე ბრუინი (2019/20, 2021/22) და რუბენ დიაში (2020/21).
ნორვეგიელმა ჩემპიონატში 35 მატჩი ითამაშა და 36 გოლი გაიტანა. მან პრემიერლიგის რეკორდი გააუმჯობესა გაუსწრო რა ენდი კოულისა (1993/94) და ალან შირერის (1994/95) 34-გოლიან მიღწევებს, თანაც მაშინ 22-გუნდიან ჩემპიონატში 42 მატჩს თამაშობდნენ.
ჰოლანდი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დაასახელეს.
„სიტის“ თავდამსხმელმა გამოკითხვაში გაასწრო სვენ ბოტმანს („ნიუკასლი“), მოისეს კაისედოს („ბრაიტონი“), ალეკსანდერ ისაკს („ნიუკასლი“), ალექსის მაკალისტერს („ბრაიტონი“), გაბრიელ მარტინელის, მარტინ ედეგორს და ბუკაიო საკას (ყველა „არსენალი“).
ჰოლანდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში ერთდროულად მოიგო საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი.
GIPHY App Key not set. Please check settings