რუსეთის ნაკრები ევრო 2024-დანაც ჩახსნეს. უეფამ დაადასტურა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს შესარჩევი ტურნირის წილისყრაში, რომელიც 9 ოქტომბერს ფრანკუფრტში გაიმართება.
როგორც უეფას წარმომადგენელმნა აღნიშნა: „შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფასა და უეფას ტურნირებიდან“.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.