in

ეროვნული ნაკრების ბილეთები ხვალიდან გაიყიდება, ახალგაზრდულის ზეგიდან

საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებების ნოემბერში წლის დასკვნით მატჩებს გამართავენ.

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება. თამაშზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა, 31 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – უკრაინის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

19 ნოემბერს, წლის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს გულშემატკივართათვის გამოყოფილ ტრიბუნაზე ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ჩეხეთი – საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი ლარშია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე სამი დღით ადრე, ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს.

1 ნოემბერს, 15:00 საათიდან TKT.GE-ს საშუალებით გაიყიდება საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის ბილეთები. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20 და 30 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველო – ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთა პლეი-ოფის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად დადასტურდა: ვახტანგ სალიას ნიუკასლში მიდის

მტკიცე ხასიათი მაქვს და ვაგრძელებ მუშაობას, რათა კრიტიკოსები გავაჩუმო: მიქაუტაძეზე ზეწოლა არ მოქმედებს