გერმანულმა Transfermarket-მა წლის ბოლოს ფეხბურთელთა ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ფასების შესახებ უკვე გაცნობეთ და ამჯერად Crystalbet ეროვნული ლიგის ძვირადღირებულ ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” მარცხენა განაპირა მცველი ირაკლი აზაროვია, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 350 000 ევროთი გაიზარდა და ახლა მილიონ ევროს შეადგენს.
150 000 ევროთი გაიზარდა თბილისის “დინამოს” მცველის ლევან ხარაბაძის ფასი და ამჯერად 500 000 ევროა.
ნახევარ მილიონად ფასობენ ვლადიმერ მამუჩაშვილიც და საბა ხვადაგიანიც.
crystalbet ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი
- ირაკლი აზაროვი, (ბათუმის დინამო) 1.მილიონი ევრო.
2) ჯოვინო ფლმარიონი, (ბათუმის დინამო) 550 000 ევრო.
3) ლევან ხარაბაძე, (თბილისის დინამო) 500 000 ევრო.
4) ჯაბა ჯიღაური, (ბათუმის დინამო) 500 000 ევრო.
5) საბა ხვადაგიანი, (თბილისის დინამო) 500 000 ევრო.
6) ვლადიმერ მამუჩაშვილი, (ბათუმის დინამო) 500 000 ევრო.
7) უსმანე კამარა, (გორის დილა) 450 000 ევრო.
8) ზორან მარუშიჩი, (თბილისის დინამო) 450 000 ევრო.
9) ლუკა გუგეშაშვილი, (გორის დილა) 450 000 ევრი.
10) ბენჟამინ ტეიდი, (ბათუმის დინამო) 450 000 ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings