in ,

ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები: Sport4me.ge-ის ვერსია

ეროვნული ლიგის 2021 წლების სეზონი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს არსებობის ისტორიაში პირველად ბათუმის “დინამო” დაეუფლა. შესაბამისად, გია გეგუჩაძის გუნდი მომავალ ზაფხულს საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს.

თბილისის “დინამო” მეორე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ისევე როგორც ანდრეი დემჩენკოს გორის “დილა”. ევროტურნირების მეოთხე საგზურის ვინაობას 8 დეკემბერს საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს “სამგურალი” და “საბურთალო” გაარკვევენ.

სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ გასული სეზონის ეროვნული ლიგის სიმბოლურ შემადგენლობას.

This image has an empty alt attribute; its file name is 263323282_882370225974743_3719518103481881079_n-1024x704.png

მეკარე

ლაზარე კუპატაძე
საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” მეკარეს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. ლაზარე მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილობით გამოირჩეოდა და 16 შეხვედრაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

დაცვა

გრიგოლ ჩაბრაძე
შარშან “თელავში” ახალი სუნთქვა გაეხსნა და წელს ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაშიც ბრწყინვალე იყო. ჩაბრაძე დაცვაშიც საიმედოს მოქმედებდა და შეტევაშიც კარგად ერთვებოდა ხოლმე. მან 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მამუკა კობახიძე
ცენტრალურ მცველებში ბათუმის “დინამოს” კაპიტანი გამოვარჩიეთ. გუნდმა საკმაოდ ცოტა გოლი გაუშვა და ეს გარდა მეკარისა, კარგად ორგანიზებული დაცვის დამსახურებააცა, რომელსაც კობახიძე ხელმძღვანელობდა. კობახიძემ სეზონში 2 გოლის გატანაც მოახერხა.

საბა ხვადაგიანი
მამუკა კობახიძეს თბილისის “დინამოს” ახაგაზრდა მცველი შევუწყვილეთ. 18 წლის ცენტრალურ მცველს საკმაოდ კარგი მატჩები ჰქონდა და მისი უხეში შეცდომა არ გვახსენდება.

ირაკლი აზაროვი
მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზე ჩვენს 11-ეულში ბათუმის “დინამოს” მცველი მოხვდა. აზაროვი საოცრად გამორჩეული იყო მიმდინარე სეზონში და ნაკრებში ვილი სანიოლის ყურადღებაც მიიპყრო.

ნახევარდაცვა

ვლადიმერ მამუჩაშვილი
ბათუმის “დინამოს” 24 წლის ნახევარცველს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. თან რამდენიმე მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ჩაატარა და გუნდისთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო.

ჯაბა ჯიღაური
ასევე, უნდა გამოავარჩიოთ ბათუმის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ასევე შესანიშნავი სეზონი ჰქონდა – 13 გოლი და 6 საგოლე პასი. ჯიღაურმა ბევრჯერ აიღო საკუთარ თავზე თამაში და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა.

ირაკლი ბიძინაშვილი
ორი ნახევარმცველი გორის “დილადან” გამოვყავით. ნამდვილად სეზონის აღმოჩენა იყო “დილას” შემტევი. ბიძინაშვილი მიმდინარე სეზონში ანდრეი დემჩენკოს გუნდის ხერხემალი იყო და თამაში ძირითადად სწორედ მასზე იყო აწყობილი. ბიძინაშვილმა 27 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ნიკა გაგნიძე
გორის “დილას” მეორე გამორჩეული ფეხბურთელი, 20 წლის ნახევარმცველმა 28 შეხვედრა ჩაატარა 7 გოლი გაიტანა.

თავდასხმა

იური ტაბატაძე
მეხუთე ნახევარმცველი, რომელიც ხშირად თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა, “საბურთალოს” შემტევი იყო. ტაბატაძემ 35 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

ზორან მარუშიჩი
ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, თბილისის “დინამოს” სერბი ლეგიონერი გამოვარჩიეთ. მარუშიჩმა 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

მწვრთნელი

ანდრეი დემჩენკო
ჩვენი ვერსიით, წლევანდელ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გორის “დილას” უკრაინელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკოა. დემჩენკომ მინიმალური რესურსით შეძლო და გორული კლუბი ევროსარბიელზე გაიყვანა და ლიდერებიც არაერთხელ გაამწარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი ჯერ ყველას უგებს, ახლა ატლეტიკოს ჯერი დგება – XVI ტური

ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელიას ისეთი ცუდი თამაში ჰქონდა, პირველი ტაიმის შემდეგაც უნდა შემეცვალა