2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი პირველ მარტს დაიწყება. ეროვნული ლიგა 2 კი 6 მარტს აიღებს სტარტს.
5-წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგას ფოთის „კოლხეთი 1913“ დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, წელს სართიჭალის „შტურმი“, დუშეთის „არაგვი“ და „რუსთავი“ შეუერთდებიან.
2024 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩები სამ დღეზე გადანაწილდება და 3 მარტს დასრულდება.
1 მარტი:
„დინამო“ ბათუმი – „კოლხეთი“
2 მარტი:
„ტორპედო“ – „სამტრედია“
„საბურთალო“ – „თელავი“
3 მარტი:
„დილა“ – „გაგრა“
„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“
სასტუმრო „პარაგრაფში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას 2024 წლის სეზონში ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სეზონისწინა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რამდენიმე კლუბის ინიციატივას პროფესიულ კლუბთა გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ.
GIPHY App Key not set. Please check settings