„ინტერის“ ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გუნდის საწვრთნელი ბაზა მოინახულა.
დანიელი ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და პერსონალს შეხვდა.
„ინტერი“ აღნიშნავს, რომ 29 წლის მოთამაშე თავს კარგად გრძნობს, ის არაჩვეულებრივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მატჩზე, მაშინ, როცა დანიის ნაკრები ფინეთს ხვდებოდა, ერიქსენს გული გაუჩერდა. ამის შემდეგ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად მას რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.
in ფეხბურთი
ერიქსენი ბაზაზე მივიდა და თანაგუნდელები მოინახულა

GIPHY App Key not set. Please check settings