in

ერიქსენის დაბრუნება, ბარსას ცენტები ობამეიანგს და ყოჩაღი ევერტონი – ბოლო სატრანსფერო დღე

ტოპ ლიგებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ბოლო დღეს საინტერესო გადასვლებიც მოესწრო.

კრისტიან ერიქსენი დაბრუნდა დიდ ფეხბურთში და პრემიერლიგაში. სეზონის ბოლომდე ის „ბრენტფორდმა“ გაიფორმა.

„ბარნლიმ“ „ვოლფსბურგიდან“ ნიდერლანდების ნაკრების ბომბარდირი ვაუტ ვეგჰორსტი იყიდა.

ვიდეო: ბარნლიმ 197 სმ-იანი ფორვარდი იყიდა და „იურიული პერიოდის პარკის“ სტილში წარადგინა

„ევერტონმა“ ახალ მწვრთნელად ფრენკ ლამპარდი წარადგინა.

„ლიონმა“ იჯარით აიყვანა „ტოტენჰემის“ ტანგი ნდომბელე.

დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური „ტოტენჰემში“ წავიდნენ.

დენის ზაკარია „იუვენტუსში“ გადავიდა გლადბახიდან 5+3 მლნ ევროდ.

„ევერტონმა“ „მანჩესტერიდან“ დონი ვან დე ბეკის იჯარა მოახერხა.

 „ტოტენჰემის“ დელე ალის ახალი კლუბიც „ევერტონია“. ის უფასოდ გადავიდა, მაგრამ ლონდონელები 12 მლნ ევროს მიიღებენ, როდესაც ფეხბურთელი 20 მატჩს ითამაშებს.

აარონ რამსი სეზონს „რეინჯერსში“ ჩაამთავრებს.

39 წლის ჯერმეინ დეფო „სანდერლენდში“ დაბრუნდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა.

„არსენალმა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისუფალ აგენტად გაუშვა „ბარსელონაში“.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელი „ბარსაში“ მხოლოდ 5 ათას ევროს მიიღებს კვირაში. ახალი სეზონიდან კი მისი ხელფასი გაიზრდება.

უსმან დემბელე „ბარსელონაში“ რჩება. ის არავის არ უნდა.

უბერებელი გორან პანდევი „პარმას“ ფეხბურთელი გახდა. ამაზე თავად კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

„ლაციომ“ „სპორტინგის“ თავდამსხმელი ჯოვანი კაბრალა აიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგენდარული ნინო სალუქვაძე იუბილარია

ბორჯღალოსნებს ლიდერი გამოაკლდა