in

ერიკსენი მანჩესტერში გადავიდა, არსენალმა ჟეზუსი წარადგინა და რონალდოს წასვლა სურს: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

30 წლის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები მანკუნიელებმა წარმატებით დაასრულეს და უამრავი უარის შემდეგ დანიელმა მაესტრომ თანხმობა განაცხადა. ერიკსენმა გასული სეზონი „ბრენტფორდის“ რიგებში ჩაატარა.

„არსენალმა“ გაბრიელ ჟეზუსი წარადგინა. 25 წლის ბრაზილიელი 2017 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, მაგრამ ძირითადის წევრად თავის დამკვიდრება ვერა და ვერ შეძლო. სატრანსფერო თანხა 45 მილიონი გირვანქაა.

ფრანკ კესი „ბარსელონაში“ გადაბარგდა. ტრანსფერი, რომელიც „ბლაუგრანამ“ კარგა ხნისწინ დახურა, მაგრამ ფინანსური ჯოჯოხეთის გამო „მილანის“ ყოფილი მოთამაშის წარდგენა არ გამოდიოდა. ყველაფერი მოგვარდა და 25 წლის კოტდიუარელმა ხმელთაშუაზღვას მიაშურა.

„სიტიმ“ კალვინ ფილიფსი წარადგინა. „შანსი, რომ ვიმუშავო გვარდიოლასთან ვიყო მისი ნაწილი და ვისწავლო მისგან, უბრალოდ დიდებულია“. ქალაქელებმა იორკშირელებს 50 მილიონი გადაუხადეს.

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ „ფულემმა“ ჟოაუ პალინიას ტრანსფერი დახურა. 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ „ქოთიჯერებმა“ „სპორტინგს“ 25 მილიონი გადაუხადეს.

კრიშტიანო რონალდო ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რისი მიზეზიც ოჯახური პრობლემებია. კლუბი აცნობიერებს, რომ რონალდოს „მანჩესტერის“ დატოვება სურს, მაგრამ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების პოზიცია ნათელია: ის არ იყიდება!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აფრიკის თასი ისევ ზამთარში ჩატარდება

82:76 – ესპანეთს მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ: მეორე ეტაპზე 2 გამარჯვებით მივდივართ