in

ერთ კოცნას მაინც გადააყოლეს: რუბიალესი მიდის… თუმცა შესაძლოა დაბრუნდეს კიდეც

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სკანდალში გახვეული პრეზიდენტი ლუის რუბიალესი პოსტს ტოვებს.

ჩინოვნიკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე დღეს გამოაცხადებს.
მას ბუნებრივია არ სურდა ასეთი კარგი თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ იმხელა ზეწოლა წამოვიდა საზოგადოების მხრიდან, რომ იძულებული გახდა გადამხდარიყო.

თანაც, ამ ყველაფერს ფიფას რეაქციაც დაემატა, რომელმაც მის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე წამოიწყო.

შეგახსენებთ, 45 წლის რუბიალესი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოებაზე ესპანეთის ნაკრების კაპიტან ჯენიფერ ერმოსოს ებრდღვნა და ტუჩებში აკოცა, შემდეგ კი ზურგზე ხელი ძმაკაცურად მიუპარტყუნა. გოგონამ მოგვინებით თქვა, რომ არ მოეწონა რუბიალესის ამბორი.

ფედერაციის პრეზიდენტმა კი მოიბოდიშა ამ კოცნის გამო, მაგრამ აშკარად არ უშველა.

აი კიდევ ერთი ინფორმაცია.
ესპანეთის უმაღლესმა სპორტულმა საბჭომ შესაძლოა რუბიალესი 6 თვით მოკვეთოს საფეხბურთო საქმიანობიდან.
ასეთ შემთხვევაში მას საშუალება ექნება მომავალ არჩევნებზე ისევ იყაროს კენჭი, რომელიც 2024 წლის ბოლოს გაიმართება.

უმაღლესი სპორტული საბჭო – ესპანეთის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტია. ის ესპანეთის მთავრობაში მთავარი სპორტული ორგანოა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონკრეტული ფასი დაიდო: უდინეზეს საზონოვი 2 მილიონად უნდა

ესპანელი ქალები მსოფლიოს მოგების შემდეგ იბიცაზე ისვენებენ, იახტაზე: მთავარია ვინმემ არ აკოცოს – ფოტო