in

ერთს უკეთესი კარიერა აქვს, მაგრამ თამაშს მეორესთან ისურვებდნენ – მესის და რონალდოს კიდვე ერთი დაპირისპირება

კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი სამართლიანად მიიჩნევიან საუკეთესო ფეხბურთელებად.
პორტუგალიელმა და არგენტინელმა ჯამურად 13 „ოქროს ბურთი“ მოიგეს და უამრავი რეკორდი დაამყარეს, რომელთა მოხსნაც ალბათ კარგა ხანს ძალიან რთული იქნება.

წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ მოედანზე მადრიდისა და ბარსელონას კლასიკოში და ახლა ორივე ტკბება კარიერის ბოლო წლებით ევროპის მიღმა, საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში. თუმცა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, ჯერ კიდევ მძვინვარებს.

The Athletic-მა გამოკითხვაჩაატარა და ყოფილმა მოთამაშეებმა რონალდოს დაუჭირეს მხარი.

ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში რესპონდენტებს დაუსვეს 35 კითხვა და ერთ-ერთი იყო: „ვისი კარიერა იყო უკეთესი – მესი თუ რონალდო?” პორტუგალიელმა მოიგო 66%-დან 34%-ის შეფარდებით.

თუმცა, კითხვაზე, რომელ მათგანთან ერთად ისურვებდი თამაშს, მესიმ მოიგო 72%-დან 28%-ის სხვაობით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგა მსოფლიოს უძვირესი ლიგაა იქ მოთამაშე ფეხბურთელების ფასის გამო

რა, დალევის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ: მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლი არ იქნება