in

ერთმანეთს ვგავართ: ლუის ენრიკეს მე-100 მატჩი და რთული თამაშის მოლოდინში

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინგლისურ „ასტონ ვილას“ მასპინძლობს და ფავორიტად მიიჩნევა.

მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და აი რაზე ისაუბრა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ:

„ვეცდებით ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი თამაშები გველის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელები განსხვავებულად თამაშობენ.

ჩემთვის ფეხბურთში ფავორიტები არ არსებობს. „ლივერპულთან“ მატჩამდე ყველა ამბობდა, რომ არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენ გავედით. რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე 8 გუნდი დარჩა, ბევრი „ფავორიტი“ კი უკვე გავარდა.

„ასტონ ვილა“ ჩვენი მსგავსია, ბევრი უნივერსალი ფეხბურთელი ჰყავს და ძნელია იმის გამოცნობა, ვინ ითამაშებს. ეს გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობს და შეტევაც შეუძლია. ამით ვგავართ. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება.

სასიამოვნოა, რომ შევხვდები ძალიან დიდ მწვრთნელს, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული. მიმაჩნია, რომ „ასტონ ვილა“ ამ დონემდე უნაი ემერიმ მოიყვანა.

რაც შეეხება პსჟ-ში ჩემს მე-100 მატჩს, არც ვიცოდი ამის შესახებ. ეს სიამაყის საფუძველია. იმედი მაქვს, კიდევ რამდენიმე ასეულ მატჩს ჩავატარებ.

მნიშვნელოვანი იქნება ემოციების კონტროლი. ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ეს პოზიტიური ენერგია უნდა გამოვიყენოთ, რადგან მათი მხარდაჭერით თამაშებს ვიგებთ“.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იქნება თუ არა კვარა დღეს ძირითადში: რას წერს ფრანგული მედია

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია