საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია. ექსტრაკლასას ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის “ლეხ პოზნანმა” “ვარა” 2:1 დაამარცხა და ბოლო ტურში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ჩემპიონობა განაღდებული აქვს.
ნიკა კვეკვესკირი “ლეხის” სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.
29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ექსტრაკლასას წლევანდელ სეზონში “ლეხის” მაისურით 28 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ბოლო ტურის შეხვედრას’ “ლეხ პოზნანი” სოსნოვიეცის “ზაგლებიეს” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings