“საუთჰემპტონი” ბოლო პერიოდის საუკეთესო გუნდი გამოდის. თავად განსაჯეთ მისი ბოლო სამი შედეგი: ჯერ იყო და ფრე “სიტისთან” (ქალაქელების ერთადერთ მატჩში დაკარგული ქულები), მერე ძალიან დრამატული გამარჯვება სტუმრად “ტოტენჰემთან” და ახლა “ოლდ ტრაფორდიდან” წაღებული ქულები. მეტი რა ქნას? სხვათა შორის, ამ სეზონში “საუთჰემპტონს” მანჩესტერულ გუნდებთან ერთი თამაშიც არ წაუგია.
არანაკლებ შთამბეჭდავი სერია აქვს “ნიუკასლს”, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო, მანამდე ფრეები ჰქონდა და ფულნაშოვი გუნდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოძვრა კიდეც გასავარდნი ზონიდან.
მართალია არ აგებს, მაგრამ დადებითად მაინც ვერ შეფასდება “მანჩესტერის” შედეგი. გუნდი ბოლო სამი თამაშია 1:1 (თასის მატჩიანად) თამაშობს, ხოლო 4 მატჩია მხოლოდ თითო გოლს იტანს. ასეთი გუნდისთვის ეს ცუდი შედეგია და ამიტომაც “იუნაიტედის” მისამართით კრიტიკა არ იკლებს.
სამაგიეროდ, წარმატებულ სვლას განაგრძობს მისი თანაქალაქელი “სიტი”, რომელსაც ჯერ მაინც ეშინია მდევრის და ამიტომ მობილიზებულად იგებს თავის მატჩებს. აი მდევარ “ლივერპულს” კი ერთობ გაუჭირდა ბოლოადგილოსან “ბარნლისთან”, რომელსაც სამი ფრე ჰქონდა მიჯრით. თავისუფლად შეიძლებოდა კლოპის გუნდს ვერც მოეგო, მაგრამ სასიცოცხლოდ და საინტრიგოდ საჭირო 3 ქულა მაინც მიითვალა და მეორე ადგილი გაიმყარა.
“ევერტონმა” ზედიზედ 4 წაგების შემდეგ მოიგო, ხოლო “ბრენტფორდმა” 4 წაგების მერე ფრედ ითამაშა და ქულა აიღო. აი “ბრაიტონი” კი 5 თამაშია წაუგებელია.
ამასობაში მეოთხე პოზოცია დაიბრუნა “ვესტ ჰემმა”, ლესტერიდან ქულა მსაჯის მიერ წამატებულ დროში წამოიღო, მაგრამ ეს მეოთხე ადგილი ძალიან პირობითია, რადგან პოტენციურად, ნაკლები ჩატარებული თამაშების გამო, მასზე წინ ერთბაშად 4 გუნდია.
„მანჩესტერი“ ვერ იგებს ზედიზედ 3 მატჩია – პირველად რანგნიკის ხელში.
რანგნიკი: „ვერ ვახერხებთ ცივსისხლიანობისა და თამაშის სტრუქტურის შენარჩუნებას ერთ ტაიმზე მეტად“.
კლოპი: “ლივერპული” შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში გატეხილიყო, მაგრამ გაუძლო. კმაყოფილი ვარ”.
კონტემ ჩემპიონატის 3 მატჩი ზედიზედ პირველად წააგო 12 წელიწადში.
„სიტი“ არ აგებს ზედიზედ 12 მატჩია – 11 მოგება და 1 ფრე. საერთო ანგარიში – 37:7.
გვარდიოლა: „ლივერპულს“ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს ბოლო 10 წელიწადში. „სიტიმ“ იცის ვის ეჯიბრება, მოგვიწევს ბევრი მატჩი მოვიგოთ“.
რაჰიმ სტერლინგმა “სიტის” მაისურით პრემიერლიგაში მე-5 ჰეთ-თრიქი შეასრულა.
პრემიერლიგა – XXV ტური
მანჩესტერი – საუთჰემპტონი 1:1
ბრენტფორდი – კრისტალ პალასი
ჩელსი –არსენალი გადაიდო
ევერტონი – ლიდსი 3:0
უოტფორდი – ბრაიტონი
ნორვიჩი – სიტი 0:4
ბარნლი – ლივერპული 0:1
ნიუკასლი – ასტონ ვილა 1:0
ტოტენჰემი – ვულვერჰემპტონი 0:2
ლესტერი – ვესტ ჰემი 2:2
წინა მატჩები
ვესტ ჰემი – უოტფორდი 1:0
ნიუკასლი ევერტონი 3:1
ბარნლი – მანჩესტერი 1:1
ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 2:3
ნორვიჩი – კრისტალ პალასი 1:1
სიტი – ბრენტფორდი 2:0
ასტონ ვილა – ლიდსი 3:3
ვულვერჰემპტონი –არსენალი 0:1
ლივერპული – ლესტერი 2:0
GIPHY App Key not set. Please check settings