in

ერთა ლიგის წილისყრისას საქართველო მესამე კალათაშია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო გათამაებაში კვლავ B დივიზიონში იქნება, ხოლო წილისყრისას მესამე კალათაში მოხვდება.

ჯგუფური ეტაპის შედეგები მნიშვნელოვანია იმით, რომ ის განსაზღვრავს კალათებს ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრისას.

მეორე კალათაში A დივიზიონის მეოთხე და B დივიზიონის პირველ-მეორეადგილოსნები მოხვდებიან. მესამე კალათში – B დივიზიონის ჯგუფების 3-4-ადგილოსნები და C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები. ასე რომ, მეორე კალათაში მოხვედრისთვის საჭიროა ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა.

საქართველო B დივიზიონში მესამე კალათაშია სლოვენიასთან, ირლანდიასა და რუმინეთთან ერთად და შესაბამისად ამათ ვერ შევხვდებით. თუმცა კალათებს თუ გადავხედავთ, მარტივად ვნახავთ, რომ მარტივი მეტოქეები არ გვეყოლება.

ერთა ლიგა 2026-27. B ლიგა

I კალათა
შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.

II კალათა
შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.

III კალათა
სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.

IV კალათა
შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.

თუ ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ეტაპიდან ვერ გავლენ, ევრო 2028-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდან ექნებათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე არც ოქტომბერში იქნებაო

4 მატჩი 16 დღეში: ფიფა სანაკრებო სექტემბერ-ოქტომბერს აერთიანებს