მოახლოვდა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები სულმოუთქმენლად და დიდი ინტერესით ველოდებით. ყველა ამბობდა, რომ განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ერთა ლიგისთვის მოსამზადებელ ეტაპად მიიჩნეოდა და აგერ წილისყრად მოახლოვდა.
16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით, 21:00 საათზე ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პირველი სეზონი საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში ჩაატარა, რომელიც დაუმარცხებლად მოიგო და C დივიზიონში აღზევდა. გასულ სეზონში კი, ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და ვერც მაღალ დივიზიონში ავიდა და არც დაქვეითებულა და ისევ C დივიზიონში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები დივიზიონში წილიყრაზე მესამე კალათაში იქნება განთესილი და ვილი სანიოლის ნაკრები გუნდის პოტენციურ მეტოქეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება.
I კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია.
II კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდ. მაკედონია.
III კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო.
IV კალათა: ყაზახეთი/მოლდოვა, კვიპროსი/ესტონეთი, გიბრალტარი, ფარერები.
ყაზახეთი-მოლდოვა და კვიპროსი-ესტონეთის პლეი-აუტის შეხვედრები 2022 წლის მარტში გაიმართება და გამარჯვებულები C დივიზიონში ითამაშებენ.
მომავალი ერთა ლიგა 2022 წლის ივნისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.
მარტივი თამაშები ბუნებრივია არ იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ამა თუ იმ მეტოქეს სხვა ჯობია. ჩვენი ვერსია ასეთი გახლავთ:
სასურველი ჯგუფი
ჩრდ ირლანდია
ბელარუსი
საქართველო
გიბრლატარი
არასასურველი ჯგუფი
თურქეთი
საბერძნეთი
საქართელო
ფარერები
GIPHY App Key not set. Please check settings