ბრიუსელში, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან – უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია.
B ლიგის კალათები ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ ამოიღო.
ჯგუფი ბუნებრივია რთულია, მაგრამ ალბათ უარესიც შეიძლებოდა, მაგალითად ბოლო კალათიდან ბლომად უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შვედეთი ამოსულიყო. ან ზემოდან შვეიცარია, ვისთანაც მუდმივად ჭირს თამაში და ვაგებთ ხოლმე. მოგებას ვერც უკრაინასთან ვახერხებთ, მაგრამ ამ ჯგუფში ბრძოლა მისაღები შედეგისთვის შეიძლება.
ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩების ზუსტი კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ტური 1: 24-26 სექტემბერი, 2026
ტური 2: 27-29 სექტემბერი, 2026
ტური 3: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი, 2026
ტური 4: 4-6 ოქტომბერი, 2026
ტური 5: 12-14 ნოემბერი, 2026
ტური 6: 15-17 ნოემბერი, 2026
ლიგა А, 1/4 ფინალი: 25-30 მარტი, 2027
პლეი-ოფი A/B და B/C: 25-30 მარტი, 2027
ფინალური ტურნირი: 9-13 ივნისი, 2027
პლეი-ოფი C/D: 23-28 მარტი, 2028



GIPHY App Key not set. Please check settings