პრემიერლიგის მეშვიდე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ჩელსისთან” 1:2 დამარცხდა. მერსისაიდული გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა. სოციალურ ქსელში “სქაუზერთა” ქომაგებიც ამაზე საუბრობენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს.
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო, შესანიშნავი მეკარეა.
“ჩელსისთან” უამრავი მინუსი ვნახეთ, მაგრამ მამარდაშვილი მათ რიცხვში არ იყო. ვფიქრობ, საერთო ჯამში, შესანიშნავად ითამაშა.
“საშინელი შედეგია, მაგრამ მამარდაშვილი დაფასებას იმსახურებს”.
“ჩემი აზრით, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ მამარდაშვილს დიდებული თამაში ჰქონდა. სამწუხაროდ, 2 გოლი გაუშვა, მაგრამ მისი მოგერიებული ბურთები, გრძელი პასები ძალიან კარგი იყო. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ის გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდება”.

სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 19 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings